8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება. მიკროავტობუსებში საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინება იქნება აუცილებელი. შესაბამისად, დაწესებული შეზღუდვების და რეკომენდაციების დაცვა მოუწევს კომპანია “ინიტერტრანსს” ,რომელიც მგზავრებს რუსთავი-თბილისის მიმართულებით ემსახურება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ყვითელ მიკროავტობუსებში რიგი წესების დაცვა იქნება აუცილებელი.
კერძოდ,აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე, ასევე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და ასევე სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.