თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,კორონავირუსის ვაქცინა, შესაძლოა, ოქტომბერში უკვე არსებობდეს, თუმცა, ვაქცინაციის შესახებ არასწორი ინფორმაციები და მითები ვრცელდება.
მისივე ინფორმაციით, იმისთვის, რომ ვაქცინა ფართო გამოყენებაში გაეშვას, მისი შექმნიდან, სულ მცირე, 1 წელია საჭირო. თუმცა, როდესაც საფრთხე ისეთი დიდია, როგორიც კორონავირუსის დროს, ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს.
ის განმარტავს, რომ ვაქცინაციის ირგვლივ ხშირად ვრცელდება მითები, გამონაკლისი კი არც კორონავირუსი იქნება.
„ისეთი ზღაპრები ვრცელდება ვაქცინაზე, როგორიცაა ჩიპის ჩადება ვაქცინასთან ერთად.. ვინმეს თუ ჩიპის ჩანერგვა უნდა, რამენაირად, ვაქცინის გარეშე ჩანერგავენ. ეს არის ნონსენსი, რომ ჩიპი ვაქცინის საშუალებით ჩანერგონ,“ – ამატებს ის.
თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ, იქნება ჯგუფი, ვინც ამ მითებს დაუჯერებს, იქნება ასევე მეორე ჯგუფიც, რომელიც ჩათვლის, რომ ვაქცინა შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკის გამო სასარგებლო არ იყოს.
სეზონური გრიპის დროს სიკვდილიანობა 0.1%-ია, დავაადებები იქაც მოქმედებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ამიტომ არის რომ გრიპის ვაქცინაციას ვიღაც იკეთებს, ვიღაც კი არა. წითელასაც ვიღაც იკეთებს, ვიღაც კი ფეხს ითრევს იმიტომ, რომ წითელა მართალია ფართოდ არის გავრცელებული და მასაც ახლავს სივკდილიანობა, მაგრამ არა ასეთი – 1 000-დან 1 ადამიანი კვდება წითელათი. კორონავირუსის დროს კი საფრანგეთში ყოველი 1 000-დან 19.5 გარდაიცვალა, წარმოიდგინეთ რამხელა რისკია, ინგლისში 14 გარდაიცვალა, შვედეთში 13 გარდაიცვალა,“ – ამატებს ცერცვაძე.
რაც შეეხება დროს, როდესაც ვაქცინა საქართველომდე მოვა, ცერცვაძე მიიჩნევს ,რომ ის საქართველომდე გვიან მოაღწევს.
„ჩვენამდე გვიან მოაღწევს იმიტომ, რომ თავიდან წარმოება იქნება ლიმიტირებული და დიდი ალბათობით, პირველ რიგში, იქნება იმ ქვეყანაში, სადაც მას გააკეთებენ და იმ ქვეყნებში, სადაც კატასტროფაა“.-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე