კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი არსებული პაციენტის კონტაქტია, რამდენიმე საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ერთი ბოლნისს, ხოლო ერთიც თეთრიწყაროს უკავშირდება,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
აღნიშნული რვა პაციენტიდან თბილისის ინფექციურში ორია მოთავსებული.
საერთო ჯამში კი, კლინიკაში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.ამასთან, კლინიკაში მოთავსებულია საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი პაციენტი, რომელსაც კვლევა ჩაუტარდება.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა და არის 647 დადასტურებული. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23 და არის – 372. ამ რვა ახალიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, რომელიც არის კონტაქტი 11 მაისს დადასტურებული ერთი შემთხვევის, ეს ოთხი შემთხვევა დადასტურდა. დანარჩენი ოთხი ასე ნაწილდება – ორი არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან, ერთი კი თეთრიწყაროდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.