საქართველოში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისის წყაროს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
“გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 593 დადასტურებული სემთხვევა დაგვემატა 11 და დღეს დილით არის 604 დადასტურებული შემთხვევა. ამ 11 პაციენტიდან 10 ბოლნისის წყაროს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება.”,-განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით ქვეყანაში სულ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული და მათგან 240 უკვე გამოჯანმრთელდა.