14.6 C
რუსთავი
მთავარი ყველა საზოგადოება კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 425-ს შეადგენს.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.