შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 425-ს შეადგენს.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.