ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა, სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა დაიწყოს მსჯელობა.
როგორც ინფექციონისტმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც უნდა დაიცვას.
“მესმის, რომ რისკები დიდია, მაგრამ რაღაცნაირად, ალბათ სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომების დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ. ძალიან ძნელია, თითოეულ ადამიანს დავუყენოთ დარაჯი და გავაკონტროლოთ, ამიტომ ისევ და ისევ დისტანცირება, ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.