მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მისი განცხადებით, 11-დან 9 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 კი საკარანტინე სივრციდანაა.

“24 საათში დაგვემატა 11 შემთხვევა და ამჟამად არის 713 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანრთელებული 19 დაგვემატა და გვყავს 475. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. 11 ახალი შემთხვევიდან ყველა ცნობილი წყაროა, 9 არის ბოლნისის ორი სოფლიდან – გეტა და მუშევანი, ესენი არიან არსებული დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, 2 შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან, თვითიზოლაციაში მყოფი ორი პაციენტი. ამ 11-დან ჩვენთან ახალი პაციენტი არ მოთავსებულა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.