თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.
ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.
„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ახალი პაციენტი არ ჩვენს ცენტრში არ შეუყვანიათ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსი სულ 738 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც 573 უკვე გამოჯანმრთელდა.