მარინა ეზუგბაია- კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მნიშვნელოვნად მოიმატა – 24-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე 145 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 11 შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და გრძელდება კვლევა, თუ არსებობს ამ წყაროში ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო. ბინაზე იზოლაციაში იყვნენ, მათ ჰქონდათ საშუალება ბინაზე იზოლაციის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.