თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა ბოლნისის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
მისივე თქმით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული და სხვა კოვიდის მიმღებ ცენტრში მკურნალობს.
“დღეს მხოლოდ 1 დადასტურებული შემთხვევა შეემატა და 702 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. გამოჯანმრთელებულებს დაემატა 24 პირი და ამ დროისთვის 456 ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს. სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს შორის კარგად გაიზარდა და აჭარბებს გამოჯანმრთელებულები 210-ით. ეს ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 2 მძიმე პაციენტი რჩება.
“ჩვენთან 30 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია და ძაან უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება და ვნახოთ მაგათი დინამიკა როგორ იქნება და ისე გადაწყდება პროგნოზირებაც შემდგომში”,-აღნიშნა ეზუგბაიამ.