მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 437 საკვლევი მასალიდან, 400-მდე პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. დანარჩენი პაციენტების პასუხი კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 23 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირება. შეგახსენებთ, ერთი ახალი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, როგორც ცნობილია ის ე.წ სასწრაფოს კლასტერს უკავშრდება.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 626 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 297 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 10 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 4 717, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 452 პირი იმყოფება .
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.