მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია პაციენტი , მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას არ ჰყავს კონტაქტები.  ინფიცირებული ე.წ სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია და დღის განმავლობაში პაციენტს თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ. 

როგორც ცნობილია, გუშინ მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 38 პირის  საკვლევი მასალა გაიგზავნა, საიდანაც ახალი კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა. 

გამოკვლეული 38 პირიდან 7 პაციენტს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა , რის გამოც ისინი “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში ამ დრომდე მკურნალობენ .  მათგან 6 ადამიანის პასუხი ახალ კორონავურისზე უარყოფითია,  მეშვიდე პაციენტს კი განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება, პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.