მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია პაციენტი , მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მას არ ჰყავს კონტაქტები. ინფიცირებული ე.წ სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღის განმავლობაში პაციენტს თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.
როგორც ცნობილია, გუშინ მარნეულიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 38 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა, საიდანაც ახალი კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
გამოკვლეული 38 პირიდან 7 პაციენტს საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა , რის გამოც ისინი “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში ამ დრომდე მკურნალობენ . მათგან 6 ადამიანის პასუხი ახალ კორონავურისზე უარყოფითია, მეშვიდე პაციენტს კი განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება, პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.