მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინი მოიხსნა

მთავრობის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმება გრძელდება.
 
დღეიდან მარნეულში საკარანტინო ზონა მოიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას უკვე შეუძლია ტერიტორიის დატოვება.

გვიან ღამით მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტების დემონტაჟი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან მკაცრ საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული და მისი დატოვების უფლება მოქალაქეებს არ ჰქონდათ.

საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.