მარნეულში ქალაქის შესასვლელში მოწყობილი ბლოკპოსტის დემონტაჟი ამ წუთებში მიმდინარეობს.
23 მარტს მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეული საკარანტინო ზონად გამოცხადაა და ჩაიკეტა. თითქმის 2 თვის განმავლობაში გადაადგილება მარნეულიდან სხვა ქალაქებსა და სოფლებში აკრძალული იყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეული 18 მაისიდან გაიხსნება. ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ქალაქის შესასვლელში მოწყობილ ბლოკპოსტებს ხსნიან.
დღესვე მარნეულის მერის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარნეულში დაახლოებით 1700 პირს PSR მეთოდით ტესტირება ჩაუტარდა და ყველა მათგანი უარყოფითი იყო ერთი შემთხვევის გარდა.