კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად, მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 20 ადამიანის ბიოლოგიური მასალა მედიკოსებმა დღეს აიღეს.
ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
აღნიშნული 20 ადამიანიდან 8 ე.წ. სასწრაფოს კლასტერის კონტაქტია. 12 პირი კი, კარანტინში იმყოფებიან.