მარნეულში ბოლო დღეებში გამოკვლეული 900-ზე მეტი პირიდან 700-ზე მეტის პასუხი ვირუსზე უარყოფითია

ბოლო დღეების განმავლობაში მარნეულში გამოკვლეული   900-ზე მეტი პირიდან 700-ზე მეტის პასუხი უარყოფითია-ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობის აქტიური ინფორმირება. 

„მარნეულში გუშინწინ და გუშინ აღებული 926 ანალიზიდან 700-ზე მეტის პასუხები ვიცით და პასუხი არის უარყოფითი. დანარჩენებზე კვლევა გრძელდება და დღის განმავლობაში იქნება პასუხები. ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს, რაც გვახარებს. 18 მაისს, როგორც იცით, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მარნეული იხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მარნეულელებისთვის. ასევე, აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობის ინფორმირებას. ხმოვანი მანქანები დადის სოფლებში და ქალაქში, ყველა მიმართულებით მიდის აქტიური მუშაობა“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.