მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორ დღეში ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევდ 926 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გაგზავნეს და მათგან კოვიფინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.
ამასთან, მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში დღეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტი არ შესულა. შესაბამისად, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ნიმუშები არ გაგზავნილა.