მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გაგზავნილი ექვსივე ტესტის პასუხი უარყოფითია. მედიკოსების ცნობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ იმყოფება.
მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მისი გახსნა 18 მაისს იგეგმება.







