მარნეულში გამოკვლეული 1 680-მდე პირიდან ,კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა-შოთა რეხვიაშვილი

  ოთხი დღის განმავლობაში მარნეულში ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, გამოვიკვლიეთ 1 680 -მდე ადამიანი, საიდანაც კოვიდინფექციაზე დადასტურებულად არის მხოლოდ ერთი დადგენილი ფაქტი,ისიც სასწრაფო დახმარების კლასტერიდან, რომელიც მკაცრ კარანტინში იმყოფებოდა, შესაბამისად ამ მასშტაბის კვლევიდან მარნეულში უკონტროლო გავრცელება არ ყოფილა  -ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა

მხარის პირველი პირის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა,რაც კარგი ეპიდემიოლოგიური შედეგია. 

“ამ დღეების მანძილზე , ქვემო ქართლში იყო ერთეული შემთხვევები. გუშინ თეთრიწყაროში დადასტურდა ოთხი ფაქტი, ისიც საკარანტინე სივრციდან და მკაცრი თვითიზოლაციიდან და ერთი ბოლნისიდან,რომელიც ასევე იყო ცხელების ცენტრში და მკურნალობისას დადასტურდა დაავადება. 

დღესაც თეთრიწყაროში სამი ფაქტია და ესეც საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილი ადამიანებიდან. თეთრიწყაროში ,დროული რეაგირების გამო, 73 მჭიდრო კონტაქტი და მომატებული რისკის მქონე ადამიანები  ჩვენ ორგანიზებულათ გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში,რამაც მოგვცა საშუალება,რომ ვთქვათ, ადგილზე მყოფ ადამიანებთან გავრცელება ფაქტობრივად არ არის,და ეს ერთეული შემთხვევებია მაღალი რისკის ზონაში და ეს ხალხი არის საკარანტინო სივრცეებში . “-განაცხადა მხარის პირველმა პირმა

მისივე განცხადებით, ჯამში ქვემო ქართლში კორონავორუსის 207 დადასტურებული შემთხვევაა ,საიდანაც 57 გამოჯანმრთელდა. შოთა რეხვიაშვილის ცნობით, მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევა იწყება დღეს ბოლნისშიც.  

“დღეს იწყება ორგანიზება ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმ სცენარით ,რაც იყო მარნეულში, გავაკეთებთ რამდენიმე მიმღებ ცენტრს, სადაც მასიურად შემოწმდება რისკჯგუფები ,დავიწყებთ მუშევანიდან, სადაც მოსალოდნელი იყო დაავადების გავრცელება, გაკეთდება კვლევები სოფელ გეტაში. ერთეული შემთხვევებია მატების და უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს ,შემცირებისკენ მიდის გამოვლენის ფაქტები. “-განაცხადა შოთა რეხვიაშილმა

ქვემო ქართლის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება -შოთა რეხვიაშვილის შეჯამება

#ქვემოქართლი #ეპიდემიოლოგიურივითარება📢🔊ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აჯამებს📢🔊მარნეულში გამოკვლეული 1 680-მდე პირიდან ,კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა📢🔊მხარეში კორონავირუსისგან 57 ადამიანი გამოჯანმრთელდა 📢🔊მასშტაბური კვლევები დღეიდან იწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტში 👉https://bit.ly/2zwl64k

Geplaatst door TV4.ge op Maandag 11 mei 2020