მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში “კოვიდ19-ზე” გამოსაკვლევად 20 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გაგზავნეს, რომელთაგან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
გამოკვლეული 20 პირიდან ორი პაციენტი საეჭვო სიმპტომების მქონე იყო, 18 კი – „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკის თანამშრომელი.
ამასთან, როგორც მუნიციპალაიტეტში “ქრონიკას” განუცხადეს, კორონავირუსზე ტესტის პასუხს მარნეულის მუნიციპალიტეტში 525 ადამიანი ელოდება.