მარნეულის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 20 პირიდან, კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევა ე.წ. სასწრაფოს კლასტერს უკავშირდება და ის დაინფიცირებული პირის კონტაქტია. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ 20 ნიმუში იყო გაგზავნილი, პასუხები დღეს გახდა ცნობილი. 19 ტესტის პასუხი უარყოფითია.