მარნეულში გამოკვლეული 44 პირიდან ,კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

 მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მერვე დღეა, რაც „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. 

მისივე ინფორმაციით, მარნეულში გუშინ აღებული  44 საკვლევი მასალიდან, კორონავირუსზე ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. 

ზაურ დარგალის ცნობით, გრძელდება საინფორმაციო კამპანიაც მარნეულის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე ყველა სოფელში.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის შესახებ ინფორმაციას სამენოვანი ხმოვანი შეტყობინებებითა და საინფორმაციო ბროშურებით აწვდის.