მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 5 პაციენტის ბიოლოგირუი ნიმუში გაგზავნეს. მათგან COVID19 არც ერთს დაუდასტურდა. მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მე-8 დღეა არ გამოვლენილა.
მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან ჯამში 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტი 18 მაისს გაიხსნება.