მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 370 ტესტიდან ერთი დადებითია. კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
მარნეულის მერის ინფორმაციით, 369 კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.
მისი ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევა ე.წ. სასწრაფოს კლასტერს უკავშირდება.
პარალელურად, საჯარო სივრცეებში მომუშავე პირების ბიოლოგიური მასალის აღება გრძელდება. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს საღამოს გაიგზავნება.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 პაციენტი გამოჯანმრთელდა.