მეგობრობის ქუჩაზე, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.საკითხთან დაკავშირებით ,Tv4-ს მოსახლეობა დაუკავშირდა. 

როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში”აცხადებენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და კომპანიის შესაბამისი ჯგუფი მუშაობს ადგილზე. 

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მეგობრობის ქუჩაზე , აბონენტებს სრულად, დაახლოებით ერთ საათში აღუდგებათ.