მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით,მეექვსე დღეა მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, მარნეულის მასშტაბით ჩატარებული ტესტირება პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირება პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს, კერძოდ 1 635 გამოკვლეული პირიდან, ვირუსული ინფექცია მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
” ჯგუფს, რომელიც ყოველდღიურად მოსახლეობასთან ურთიერთობაშია, არც ერთს არ დაუდასტურდა „კოვიდ-19“. ბოლო ექვსი დღის დინამიკამაც გვაჩვენა, რომ მარნეულში კარგი შედეგები გვაქვს“, – განაცხადა მარნეულის მერმა.