დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მეთოდი, რომელიც პლაზმით მკურნალობას მოიცავს, ერთ კოვიდინფიცირებულ პაციენტზე უკვე წარმატებით გამოიყენეს.
მისივე განმარტებით, მეთოდს ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება, რადგან რესურსები შეზღუდულია.
მე როგორც ვიცი, საქართველოში ეს მეთოდი დამუშავებულია თენგიზ ცერცვაძის ჯგუფის ხელმძღვანელობით და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ერთ ავადმყოფზე ეს უკვე წარმატებით არის ჩატარებული.
შესაძლებელია, ეს პროტოკოლში შევიდეს და ალბათ, უნდა შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მეთოდი, სხვა მეთოდებთან ერთად, კოვიდ-19-ის მქონდე ადამიანთა სამკურნალოდ, მაგრამ მას ვერ ექნება ფართომასშტაბიანი გამოყენება იმიტომ, რომ რესურსები შეზღუდულია,“– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.