მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დაკვამლიანებაა

მესხიშვილის N11  საცხოვრებელ სახლში დაკვამლიანებაა. 

​როგორც “ტვ4”-ის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე სახანძრო–სამაშველო დახმარების 3 ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. როგორც ცნობილი ხდება, ბინა დაკეტილი იყო და შესაბამისად, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  მეხანძრე-მაშველები ბინაში შესვლას ამ დროისთვსი ცდილობენ და ბინის კარებს ჭრიან. 

“ტვ4” დეტალებს არკვევს.