საცხოვრებელ სახლში გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა (+ვიდეო)

მე – 15 მიკრორაიონის N8 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაზის მილს გაუჩნდა. ადგილზე არის მძიმე დაკვამლიანება.

ადგილზე მობილიზებულია, ორი სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის მილს გაუჩნდა.

მისივე ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდა ბინის  მეპატრონე, მან მალევე მოახერხა ბინიდან გასვლა.  სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მას ადგილზევე გაუწიეს  პირველადი დახმარება. 

 ცეცხლი სახლში არ გავრცელებულა- მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.

UPDATE:   ცეცხლი ამ  დროისთვის ლიკვიდირებულია.

დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში საჭირო არ გამხდარა.