მე-7 მიკრორაიონში სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

მე-7 მიკრორაიონის N26 კორპუსთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე დაკვამლიანებაა.

ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ,სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია იმყოფება. 

Update:როგორც ცნობილი ხდება ცეცხლი ,საცხოვრებელი კორპუსის ,ერთ-ერთი ბინის აივანზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.