მე-8 მიკრორაიონში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა.

კერძოდ, მე-8 მიკრორაიონში, 34-ე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 


დღესვე, ძლიერმა ქარმა რუსთავის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელს სახურავი გადახადა. ასევე, ქარმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე განთავსებული სარეკლამო ბანერი მოგლიჯა.

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, ძლიერი ქარის გამო, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დროებით დაიკეტა.

რუსთავში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა

მე-8 მიკრორაიონში, 34-ე ბაღის ეზოში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა – ნაძვი საბავშვო ბაღის შენობას დაეცა

Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 23 mei 2020