საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან,18 მაისიდან უქმდება სამზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა. ამის შესახებ დღეს პრემიერმა განაცხადა,თუმცა როგორც გახარიამ აღნიშნა , შეზღუდვის გაუქმება ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მგზავრთა რაოდენობისა და განთავსების წესს არ ეხება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით ,როგორც დახურულ სივრცეებში ,ასევე ღია სივრცეებში,ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ასევე მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების კუთხით,ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.“-განაცხადა პრემიერმა
მთავრობამ შეზღუდვები ავტომობილში მგზავრების განთავსების და მგზავრთა რაოდენობის შესახებ 31 მარტს დაააწესა. ამ დრომდე, აკრძალულია ავტომობილში სამზე მეტი პირის განთავსება. დაწესებული შეზღუდვის თანახმად, ავტომობილში მძღოლის გარდა,ორი მგზავრი უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს.