მოქალაქეს საპატრულო პოლიციის ავტომობილი დაეჯახა -პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

 გაბრიელ სალოსის გამზირზე მოქალაქეს პატრული დაეჯახა. როგორც მოქალაქე აცხადებს,  ის შუქნიშანზე გადადიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა შეეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა  ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განგვიცხადეს, მოქალაქეს ფეხის ტრავმა აქვს.

პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.

“ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აღნიშნავენ პროკურატურაში.