მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ოთხ მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვი კი – 227 000-ს აღწევს.

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. აშშ-ში კორონავირუსის 1.3 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, 78 000-ზე მეტი ადამიანი კი – გარდაიცვალა.