მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3.3 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 365 220 მილიონი დაინფიცირდა, 1 069 801 კი –  გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ინფექციას 237 720 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (64 914) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (28 236), მესამეზე კი – დიდი ბრიტანეთი (27 510).

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.