ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით 5 211 172 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 2 058 124 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ამ დროისთვის ინფექციას 338 183 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, მესამეზე კი – იტალია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია მიმდიანრე წლის 11 მარტს გამოაცხადა.