მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ინფიცირებულთაგან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 367 356 ადამიანი კი – გარდაიცვალა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება კვლავ მძიმეა – ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებული კი 1.7 მილიონზე მეტია.
465 ათასზე მეტი ინფიცირებულითა და ვირუსის შედეგად 27 ათასზე მეტი გარდაცვლილით მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბრაზილია.
მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც კორონავირუსის 396 ათასზე მეტი შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 4 555 ფაქტია დაფიქსირებული.