მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. რომელიც ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთია და მას წინ უძღვის მძიმე 30 დღიანი მარხვა.

მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, სოციალურ ქსელში საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა.

“საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, განსაკუთრებით კი ჩემს მარნეულელ თანამოქალაქეებს,
გილოცავთ რამაზან ბაირამს! კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!” ,- წერს მარნეულის მერი

შეგახსენებთ, რომ მუსლიმური სამყარო ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს იზეიმებს. ამათან, ხვალ ერთთვიანი მარხვა მთავრდება.