რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას.
მოგვიანებით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამ ვეტერანს სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და სასურსათო კალათები გადასცა საჩუქრად.