ნიუ-იორკის შტატში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა. ახალი მონაცემები ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ წარადგინა.
მისი განცხადებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენ ჩაკეტვის გადწყვეტილება 20 მარტს მივიღეთ. მაშინ, კორონავირუსის შემთხვევების ის რიცხვი გვქონდა, რაც ახლა გვაქვს. ეს იყო მტკივნეული დრო, 10 მარტიდან 9 მაისამდე“ , – აღნიშნა გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.