ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, მათგან 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 კი – გარდაიცვალა. 

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 17 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ერთ-ერთს ვირუსი დაუდასტურდა.აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი მკურნალობს.