ოკუპირებულ ცხინვალში COVID19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 22-მდე გაიზარდა – ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის სანიტარულ სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს.

დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ყველა დაავადებული ინფექციურ განყოფილებაში იზოლაციაში იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფირმაციით, დაავადებულთაგან 14 რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტები არიან, ერთი სამხედრო მოსამსახურეა, დანარჩენი 7 კი – სამოქალაქო პირი. ამჟამად კარანტინშია გადაყვანილი 500-მდე ადამიანი.