ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა, კორონავირუსი რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 აპრილს ჩასულ მამაკაცს დაუდასტურდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინფიცირებული მამაკაცი კარანტინში იმყოფებოდა ის ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს იზოლირებულ ბოქსშია მოთავსებული.