18 მაისიდან , სამი ადამიანის შეკრების აკრძალვა მოიხსნება-ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ,მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეზღუდვა იხსნება სამი ადამიანის შეკრებაზე, როგორც დახურულ ,ასევე ღია სივრცეებში.
გიორგი გახარიას განმარტებით, შეზღუდვის მოხსნა არ ეხება, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადადგილების წესს.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით ,როგორც დახურულ სივრცეებში ,ასევე ღია სივრცეებში,ეს არ ნიშნავს იმას ,რომ ასევე მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადადგილების კუთხით,ავტოსატრანსპორტი საშალებებით. “-განაცხადა პრემიერმა







