დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მუშევანი სამწუხაროდ ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონავირუსი არსებობს.
„ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 8 შემთხვევა სოფელ გეტას უკავშირდება, 7 კი მუშევანს.