სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების ხატებით შემოვლა და მოსახლეობას დალოცვა მიმდინარეობს.
ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
ავტოკოლონით მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.