შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.