პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პირი კახეთში დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს,1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს”,- აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნაბულ ოფიციალურ განცხადებაში.